top of page

Milestone XProtect - ვიდეო სამეთვალყურეო სისტემა

PREVENT.PROTECT.PROVE.

არ აქვს მნიშვნელობა, ყვავილების მაღაზიის მეპატრონე ხარ, დიდი კომპანიის თუ სახელმწიფო დაწესებულების მმართველი; რამდენიმე კამერა გაქვს თუ 1000-ზე მეტი; ჩვენ გვაქვს გადაწყვეტა, რომელიც საუკეთესო იქნება შენთვის!


ინვესტიცია ვიდეო სამეთვალყურეო სისტემაში ბევრად მეტია, ვიდრე ინვესტიცია აპარატურასა და პროგრამულ უზრუნველყოფაში. ესაა ინვესტირება სახლის, ბიზნესის, ადამიანებისა და აქტივების უსაფრთხოებაში - შესაძლებლობა დაიცვა ის, რაც ყველაზე მნიშნველოვანია.


Milestone-ის პროდუქციის დიდი არჩევანი იძლევა შესაძლებლობას, დაიწყო მცირედით და ადვილად მოახდინო განახლება - ფუნქციონალისა თუ მასშტაბის ზრდა ინფრასტრუქტურის ზრდასთან ერთად.


Milestone XProtect-ის ნიშნავს VMS (Video Management Software)-ის არჩევას, რომელიც შემუშავებულია ინოვაციური სამეთვალყურეო ექსპერტების მიერ, რომლებიც მუშაობენ როგორც დღევანდელი, ისე სამომავლო გამოწვევების გადაჭრაზე. XProtect უზრუნველყოფს 10 000-ზე მეტ კამერასა და მოწყობილობის მხარდაჭერას - ყველა ზომისა და ფორმის, შესაბამისად, კომპანიის საჭიროებებსა და ბიუჯეტს მორგებას; პროდუქტების უწყვეტ განახლებებს; სისტემაში წვდომის უსაფრთხოებას, უსაფრთხო დაშიფვრას ჩამწერ და მართვის სერვერებზე.


ბაზარზე 20+ -წლიანი არსებობის განმავლობაში, XProtect-მა დაამტკიცა, რომ არის სწორი პასუხი 500,000-ზე მეტი მომხმარებლისთვის მთელ მსოფლიოში - ყვავილების მაღაზიებიდან დაწყებული უნივერსიტეტებით, სტადიონებითა და უსაფრთხო ქალაქებით დამთავრებული!



სანდოობა


კომპანიები 24/7-ზე ოპერაციებით, დამოკიდებულნი არიან მუდმივ და საიმედო ვიდეო მეთვალყურეობაზე.


რატომ არის XProtect საიმედო არჩევანი:


• მაღალი ხარისხის, 64-ბიტიანი Microsoft Windows® Service ჩამწერი სერვერი, მინიმუმ 3.1 გბიტი/წმ დოკუმენტირებული ჩაწერის სიმძლავრით.

• მრავალმხრივი წესების მექანიზმი, რომელიც ზრდის ოპერაციულ ეფექტიანობას, უსაფრთხოების დაცვის ავტომატიზირებულობიდან გამომდინარე.


მორგებადობა


ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის საჭიროება განსხვავდება კომპანიების სახეობების მიხედვით.


Xprotect მორგებადი გადაწყვეტაა, რამდენადაც:


• გვთავაზობს 10 000-ზე მეტი მოწყობილობის მხარდაჭერას - შესაბამისად, კომპანიის საჭიროებებსა და ბიუჯეტს მარტივად მოარგებთ შესაბამის მოწყობილობას. (supported devices here.)

• წვდომა ინტეგრირებული აპლიკაციების, აპარატურისა და სერვისების ერთობლიობაზე, რომლებიც დამატებით ღირებულებას და შესაძლებლობებს მატებს თქვენს სისტემას. იხილეთ ყველა შესაძლებლობა Milestone Marketplace-ზე

• სისტემის აშენების შესაძლებლობა ხელმისაწვდომი სერვერით, მეხსიერებითა და ქსელური აღჭურვილობით.



მასშტაბირებადობა


ვიდეო მეთვალყურეობა ყველა ზომისა და ფორმის არსებობს, დაწყებული ადგილობრივი კამერებით, დამთავრებული მთელ მსოფლიოში გავრცელებული ათასობით კამერით. XProtect მასშტაბირებადია:


• per-device license მოდელი გაძლევთ საშუალებას, აირჩიოთ მოწყობილობის ლიცენზიების რაოდენობა, და გაძლევთ თავისუფლებას, დაამატოთ კამერები და სხვა მოწყობილობები მომავალშიც.

• XProtect პროდუქტის უმეტესობა უზრუნველყოფს ჩამწერი სერვერების შეუზღუდავი რაოდენობის მხარდაჭერას, ასე რომ სისტემის შეუფერხებლად გაფართოებაა შესაძლებელი.

• ვიდეო მეთვალყურეობის ცენტრალიზებული ფუნქციონირება, Milestone Interconnect-ის საშუალებით მრავალ საიტზე ვრცელდება.


დაცულობა


• უსაფრთხო წვდომა სისტემაში - როდესაც რამდენიმე მომხმარებელს სჭირდება სისტემაში წვდომა, თითოეულზე წვდომის ნებართვის ეფექტურად კონტროლია შესაძლებელი.

• შეგიძლიათ პაროლით დაიცვათ ვიდეო ფაილები და შეზღუდოთ წვდომა ავტორიზებული მომხმარებლებისთვის.

• უსაფრთხო დაშიფვრა ჩამწერ და მართვის სერვერებზე. HTTPS (High level encryption and security) ვებ და მობაილ მომხმარებლების წვდომისათვის.


მეტი დეტალისთვის ეწვიეთ გვერდს: Milestone Systems Video Management Software | Milestone Systems

61 views0 comments
bottom of page