სიამაყით გაცნობებთ, რომ ჩვენი პარტნიორი უმსხვილესი Software კომპანია, Cloudera, რუსეთის ბაზრიდან გავიდა!

Cloudera უმსხვილესი Software კომპანიაა, რომელიც 2008 წელს Facebook-ის, Google-ის, Oracle-ისა და Yahoo-ს მთავარი ინჟინრების გუნდის მიერ შეიქმნა. კომპანია ყველა ინდუსტრიას მოიცავს მსოფლიოს გარშემო და ორგანიზაციებს მონაცემთა დამუშავებასა და ანალიზში ეხმარება.
,,ჩვენმა გუნდის წევრებმა და მათმა ოჯახებმა უკრაინაში საკუთარ თავზე გამოსცადეს ომის წარმოუდგენელი შედეგები. მათი უსაფრთხოება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. Cloudera - და ბევრი ჩვენი თანამშრომელი ინდივიდუალურად - უკრაინელების დასახმარებლად მრავალ აქტივობაშია ჩართული, მათ შორის მარაგების დონაციაში, ლტოლვილების ტრანსპორტირებისა და განსახლების უზრუნველყოფაში. ჩვენ არ ვწყვეტთ კავშირს ჩვენს გუნდებთან აღნიშნულ რეგიონში, რათა მოვიძიოთ დამატებითი გზები, რომლითაც შეგვიძლია დახმარება გავუწიოთ ადამიანებს, რომელთა სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება.
ყოველივე ამის გათვალისწინებით და ასევე, აშშ-ს მთავრობის მძიმე და კომპლექსური სანქციებისა და ახლახან გამკაცრებული ექსპორტის კონტროლის რეგულაციების ფონზე, ჩვენ გადავწყვიტეთ შევაჩეროთ ყველა ბიზნეს საქმიანობა რუსეთში. ჩვენ ამ ქმედებას მსუბუქად არ ვუყურებთ. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთში ბევრი კარგი ადამიანი და ბიზნესია, რომლებიც არ უჭერენ მხარს ამ ომს, მაგრამ ჩვენს მთელ გუნდს სჯერა, რომ აუცილებელია უნდა დავიჭიროთ პოზიცია ამ უსაფუძვლო და გაუმართლებელი ძალადობის წინააღმდეგ.“ - აცხადებს Cloudera.